LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის გეგმას გაახმოვანებს

28

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, დღეს საღამოს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის გეგმას გაახმოვანებს, თუ ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ შეასრულებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

დღეს დეპუტატებს ბოლო დღე აქვთ, როდესაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მოთხოვნების შესრულება. თუ შემდგომშიც აჩვენებენ, რომ თქვენი აზრი არ აინტერესებთ, მაშინ საღამოს სხვა გეგმას გამოვაცხადებთ. ჩვენი გეგმა ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ თემაზე: კანონიერ, მშვიდობიან, მაგრამ ხელისუფლების რეალურ შეცვლაზე ყველა დონეზე, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე.

მან კიევის მცხოვრებლებს მოუწოდა, საღამოს მიტინგზე მივიდნენ, რათა ძალები მოიკრიბონ და უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის ერთობლივი გეგმა დაამტკიცონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები