LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: გიგი უგულავას გამარჯვების შანსი არ არსებობდა

44

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ვანსა და ხონში გამართულ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება.

როგორც ის წერს, გიგი უგულავას გამარჯვება გაახარებდა, თუმცა ამის შანსი უგულავას არ ჰქონდა.

სააკაშვილი გიგი უგულავასა და მის თანაპარტიელებს გაერთიანებას სთავაზობს.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!

სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები