LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ონიანის დაკავებას ავადმყოფურ საქციელად აკავებს

89

ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების,“ – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას.

გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიევში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ონიანის პროფესიულ საქმიანობაზე და მის დაკავებას „ავადმყოფურ საქციელს“ უწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები