LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა

42
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. მას ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი, ადგილზე პირადად დახვდა.

მასთან ერთად მისი ოპოზიციური პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერები და უკრაინის რადას დეპუტატები იმყოფებიან.

მხარდამჭერები სააკაშვილს ოვაციებით შეხვდნენ. მოქალაქეები ფოტოებს იღებდნენ და პირადად ესალმებოდნენ.

„ვრისკავდი და მომავალშიც გავრისკავ,“ – განაცხადა სააკაშვილმა ლვოვში მხარდამჭერებთან და დასძინა, რომ  “უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მართვის ხანა დასრულდა”.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, იულია ტიმოშენკოსთან, ლვოვის მერთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ლვოვის მერიის შენობაში ითათბირა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. თუმცა, მოგვინებით, როდესაც ის კვლავ ლვოვის ქუჩებში გავიდა მხარდამჭერებთან შესახვედრად, მას კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკრაინაში გადასასვლელად კვირას, მთელი დღის განმავლობაში გადასვლის გეგმა სამჯერ შეცვალა და ბოლოს გადასვლა მხარდამჭერების დახმარებით შეძლო, რომლებმაც საზღვარზე კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები