LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: “მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ”

33

მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლას “ფეისბუქზე” ეხმაურება..

”ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ “მოსკოვის რაიონი” დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და რუსეთში მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?”,-წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები