LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: მე მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით

42

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მის მომხრეებს მოუწოდებს, ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების კრიტიკისგან, თავი შეიკავონ.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის ვინც აქციაზეა, არც ნარკობარიგაა და არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები.

ის მიიჩნევს, რომ რუსთაველზე შეკრებილები, უსამართლობას აპროტესტებენ.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები