LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – მე პუტინის არ შემეშინდა და ამ ქურდბაცაცების მითუმეტეს არ შემეშინდება

37

მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა, თავის ხალხს უღალატა და კონსტიტუციის გარანტიდან კორუფციის გარანტად იქცა, – ამის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მე პუტინის არ შემეშინდა და ამ ქურდბაცაცების მითუმეტეს არ შემეშინდება. ჩემი ცხოვრება უკრაინისა და საქართველოს ხალხს და კორუფციასთან ბრძოლას ეკუთვნის. არ შეგეშინდეთ, ისინი ძალიან სუსტები არიან, მათ ეს ესმით და ამიტომაც ასე ეშინიათ. ისინი ვერ დაგვაშინებენ. ყველას მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ და ამ ბანდას აჩვენონ, რომ უკრაინის პატრონები არ არიან. უკრაინის პატრონი უკრაინელი ხალხია. 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკში თითოეული უნდა მოვიდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი გუშინ ღამით დააკავეს. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები