LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება – ირაკლი სესიაშვილი

60

ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი გაძლევთ,“- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, დეპორტაცია უკრაინის კანონიერი უფლება იყო.

ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში 9წლიანი დიქტატურა ჰქონდა, ტოტალური კონტროლი. მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ კიევში, რესტორან „სულგუნში“ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

პოპულალურები