LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა

36

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაგზავნილ უწყებაში ორი საგამოძიებო მოქმედების შესახებ არის მითითებული, რაც სააკაშვილის თქმით, კანონდარღვევაა.

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა უსაფრთხოების სამსახურს მოთხოვნით მიმართა, ორივე საგამოძიებო მოქმედების შესახებ მას სხვადასხვა უწყება გაუგზავნონ. შესაბამისი მოთხოვნა სააკაშვილმა ადვოკატებთან ერთად კანცელარიას ჩააბარა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს სურს, დაკითხვასთან ერთად მისი ხმის ნიმუშიც აიღოს, რომელსაც საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ მასალებს დაურთავენ.

სააკაშვილი ხმის ნიმუშის მისაცემად მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ახალი უწყებებს კანონის შესაბამისად მიიღებს და დაინიშნება ახალი თარიღი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები