LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინასა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

69

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკშვილი, უკრაინასა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

„ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ამ ჩვენ ორ ქვეყანას, მაგრამ მინიმუმ უკრაინის შემთხვევაში შემიძლია ზუსტად გითხრათ, და ამასვე ვგრძნობ საქართველოში, ხალხი ძალიან დაიღალა უპერპსექტივობით, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ტოვებს ქვეყანას, ვინც უკვე ჩამოუშვა ხელი და შეეგუა იმას, რომ საქართველოში არაფერი აღარ შეიცვლება, უკრაინასაც იგივე ეხება.

საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში , 1 წლის გამოკლებით, 2008 წლის ომის შემდგომი წლის , ჩვენ გვქონდა პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ივანიშვილის დროს საქართველო დატოვა 700 000-მა ადამიანმა, ზუსტად იგივე ხდება უკრაინაში. ყოველ წელს მილიონზე მეტი უკრაინელი გადის უკრაინიდან, საქართველოში უფრო მეტი მიგრაციაა, ვიდრე უკრაინაში, ორივე ქვეყანა კარგავს მოსახლეობას, იცლება სისხლისგან, და კარგავს ეკონომკურ პერსპექტივას, არ არის ეკონომიკური ზრდა. ამ პირობებში საჭიროა ორივე ქვეყანაში დაბრუნება და სიტუაციის შეცვლა ორივე ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები