LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული

196

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა. „დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, – აღნიშნა მან.
დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.

პოპულალურები