LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს

42

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. შესაბამისი ჩანაწერი ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.

მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები