LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს ჩვენება სოზარ სუბარმა მისცა

28

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ის მოწმის სახით დაკითხეს. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომლის პროცესიც მიმდინარეობს, მოწმის სახით ვიყავი დაკითხული, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება.

მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით იმიტომ, რომ ვიყავი ჩართული იმ ყველაფერის მაშინვე გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა პრაქტიკულად გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, მაშინ, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები, როგორ მოხდა რომ ისინი იყვნენ პრივილეგირიებულ მგომარეობაში, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი მინისტრი მაშინ ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა რომ სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი, როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან, როგორ უშვებდნენ პერიოდულად მათ ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორი იყო ამ ყველაფერის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები