LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რაც მისი თქმით, უკრაინაში მის ლეგალურად ყოფნას ადასტურებს

74

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურისგან დოკუმენტი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა. ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტი Facebook- ის  საკუთარ გვერდზე წერს.

 

დღეს, როგორც იქნა, საიმიგრაციო სამსახურისგან მივიღე დოკუმენტი, რომელიც მოწმობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ვიმყოფები. რა თქმა უნდა, მე ამით არ ვკმაყოფილდები, არამედ ვცდილობ სასამართლოს გზით მოვიპოვო უფლება მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/photos/a.267904939906561.69545.260603653970023/1739135949450112/?type=3&theater

25 ოქტომბერს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იმავე დღეს სააკაშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები