LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

93

მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს. ოდესის გუბერნატორმა გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “რეგრესის  ძალები პროგრესს უტევენ, ყველა ახალ წამოწყებას კი ჩანასახშივე კლავენ”.

„გადავწყვიტე, გადავდგე და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდე. არ დავიღლები, ხელებს არ ჩამოვუშვებ, ამისი იმედი არასოდეს ჰქონდეთ და არ იფიქრონ, რომ ჩემგან თავს დააღწევენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ოდესის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები