LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩაუშალოს

41

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს გეგმა, ჩაშალოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დახმარებით.

ბურჯანაძის განცხადებით ამერიკული მხარე გეგმავს რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვოს და ამისათვის ისინი სააკაშვილს გამოიყენებენ.

”სააკაშვილი სერიოზული პროექტის ნაწილია, რომელსაც ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო აკონტროლებს. პროექტის მიზანია შეუქმნას რუსეთს სერიოზული პრობლემები 2018 წელს, როდესაც ქვეყანას ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა ელის – უმასპინძლოს მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში და გამართოს საპრეზიდენტო არჩევნები.

ამის მისაღწევად ამერიკული მხარე ეცდება რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში. სააკაშვილი კი ასეთი დავალების შესასრულებლად შესანიშნავი კანდიდატურაა”, – განუცხადა ბურჯანაძემ ”დამოუკიდებელ გაზეთს”.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები