LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

110

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკი ნოვინის“ სააკაშვილის ადვოკატმა, მარკიან გალაბალამ, განუცხადა.

„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა – ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში „პოლიტიკური თავშესაფრის“ ცნება უფრო ხშირად გამოიყენება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

გალაბალას თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნას არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები