LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო

66

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო.  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის შენობასთან განაცხადა, სადაც თავის ადვოკატებთან ერთად მივიდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ახლა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„დღეს თუ ხვალ სასამართლოში წავალ. როგორც იქნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩემი მოქალაქეობის საკითხზე დოკუმენტი მივიღეთ. ჩვენ გავასაჩივრებთ ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევას,“ – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების საფუძველზე 26 ივლისს ჩამოართვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები