LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

45

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, – ამის შესახებ „უკრაინსკიე ნოვინის“ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჯარიმა მან უკვე გადაიხადა“, – განაცხადა გალაბალამ.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 3400 გრივნით დააჯარიმა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები