LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

95

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მას სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს.

ადვოკატი დღევანდელ პროცესზე პირველად გამოცხადდა. გოგლიჩიძე სააკაშვილის დაცვის მხარის რანგში გირგვლიანის საქმეზე იქნება წარმოდგენილი. ადვოკატმა საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე მოითხოვა.

თავის მხრივ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ დაცვის მხარეს გონივრულ ვადად ერთი კვირა უნდა განსაზღვროდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის განცხადება და მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩანიშნა, სადაც სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს.

მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ, აღნიშნულ საქმეზე ადვოკატები აიცილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები