LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

86

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის გუბერნატოს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „Обозреватель“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია მათ ჟურნალისტს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დაუდასტურა.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაცია, სოციალური ქსელით რადას დეპუტატმა და უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მრჩეველმაც გაავრცელეს.

უკრაინის საემიგრაციო სამსახურში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი არასწორი ინფორმაცია გახდა, რომელიც 2015 წელს სააკაშვილმა მათ უკრიანის მოქალაქეობის მიღებისას მიაწოდა.

“2015 წელს სააკაშვილმა ანკეტაში მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება – არც  უკრაინაში და არც მის ფარგლებს გარეთ. მაშინ როცა, მასზე საქართველოში დაპატიმრების სანქცია არსებობდა”, – განმარტავენ უკრიანის საემიგრაციო სამსახურში.

სააკაშვილი აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმებას გეგმავდა.

“დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას”, – განაცხადა მან დაახლოებით, ორი თვის წინ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები