LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხურეთ კარი, ვაკანსია არ გვაქვს! ექვსი ერი საქართველოს უარს ეუბნება

83

რაგბის სამყაროს დაქუცმაცება გრძელდება. ერთ დროს ბობოლები (მართალია დღესაც ძალიან დიდები) მხოლოდ საკუთარ თავს აღიარებენ და შემდგომი განვითარებაც მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ყოფნით წარმოუდგენიათ. საქართველოს მსგავს პროგრესირებად ქვეყნებთან ბურთაობა არ ხიბლავთ თუ პრინციპის ამბავია, რას გაუგებ, ფაქტია, რომ ჩვენთან თამაშზე უარს არიან.

ვინ არ უკიჟინებს ექვს ერს, გადახედეთ არსებულ დოგმებსო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო, ამაზე და ამათზეა ნათქვამი. საქართველოს მორიგი ცივი შხაპი ჯონ ფიჰენმა გადაასხა.

ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ფიჰენმა Daily Mail-თან ტურნირის შესაძლო გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზატორები საზოგადოებრივ აზრს არ აყვებიან.

“ექვს ერი დახურული ტურნირია, რომელშიც ვაკანსია არ გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ევროპის ექვსი საუკეთესო გუნდი თამაშობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ჩვენთვის ნებისმიერი სცენარი მიუღებელია, მაგრამ შესაძლო ცვლილებას დამაჯერებელი არგუმენტები და დრო სჭირდება – 10 ან 15 წელი.
გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ჩვენი ტურნირისთვის სასარგებლო და ყველა მონაწილე გუნდისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირში მონაწილეების გაზრდაზე საუბარი ნაადრევია”, – აღნიშნა ფრიჰენმა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო რაგბის პოზიციაზეც გააკეთა კომენტარი.

“მსოფლიო რაგბის ჩვენს ტურნირზე კონტროლი არ გააჩნია. ეს ტურნირი მათი არაა და არც მათი საქმეა, თუ როგორ მოვექცევით გათამაშებას. ამ ორგანიზაციამ თამაშის განვთარებაზე უნდა იზრუნოს, ჩვენი საქმე კი ექვსი ერის განვითარებაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები