LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკვირს, რატომ აქვთ ამის მოლოდინი – გიორგი ტყემალაძე მთავრობის წარდგენაზე ოპოზიციას პასუხობს

128

“ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც თანამდებობის პირების წარდგენა საკრებულოში მერის მხრიდან ხდებოდა,” – ამ განცხადებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, გამოეხმაურა ოპოზიციას, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.

გიორგი ტყემალაძეს უკვირს, თუ რატომ ჰქონდა მოლოდინი ოპოზიციას, რომ კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად წარადგენდა.

”ამას ითვალისწინებს პროცედურა, რომ მერი ოფიციალურად, წერილობით წარადგენს საკერებულოში კანდიდატურებს, თანამდებობის პირებს, ხოლო მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ეს არის ნორმალური პროცესი. ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა თანამდებობაზე პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან. ამიტომ, მე უბრალოდ მიკვირს ის, თუ რატომ აქვთ იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მერმა უნდა წარადგინოს საკრებულოში თანამდებობის პირები,” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა, დღეს განაცხადა, რომ თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.