LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის ბალეტისა და საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის კონცერტი ბათუმში

61

დიდი საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღე მილანის ბალეტი ბათუმს ეწვევა, რომელიც „სამეფო ნაციონალურ ბალეტთან“ ერთად 2 სექტემბერს ბათუმის საჩოგბურთო კლუბში გამართავს უპრეცედენტო ერთობლივ გალა კონცერტს.

გალა კონცერტის პროგრამაში შესულია ქართული, იტალიური, ფრანგული და მსოფლიოს ხალხთა ცნობილი ქორეოგრაფიული დადგმები. გალა კონცერტის პროგრამაში მილანის ბალეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს „სიცოცხლე ვარდიფერ სამყაროში“ ფრანგული მუსიკის და სიმღერის კრეშენდოს რიტმზე(მუსიკა- ფრანგული „შანსონი“, კოსტუმები- ვერსაჩე, ქორეოგრაფია- ადრიანა მორტელიტი).

ეს წარმოდგენა ეძღვნება ცნობილ შანსონიებს ედიტ პიაფს, ივ მონტანს, ჟაკ ბრელს და შარლ აზნაურს რომლებიც დღეს უკვე ითვლებიან ფრანგული შანსონის ლეგენდებად. მათი დაუვიწყარი სიმღერები დაედო საფუძვლად ამ ქორეოგრაფიულ დადგმას. რომ არა შანსონის ეს ლეგენდები, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ქორეოგრაფიული იდეის განხორციელება.

ამ ქორეოგრაფიულ სურათით მილანის ბალეტი გადმოსცემს ერთგვარ რომანტიზმს, რაციონალიზმს, ფრანგული და იტალიური ბოჰემური ცხოვრების შერწყმას.

„იტალიური ბალეტის დესპანი მსოფლიოში“ – ასე უწოდებენ მილანის ბალეტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გალა კონცერტის დამდგმელი ქორეოგრაფი და დირექტორი: გელა ფოცხიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები