LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილის” წარმოება ფართოვდება

131

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი საწარმო შეემატა. კომპანია “მილი” სახელმწიფოს დახმარებით ახალი მანქანა-დანადგარების შეძენასა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.

„მილი“ ეკალ-მავთულს, ლურსმანს და მავთულბადეს აწარმოებს. კომპანია გაფართოვების შემდეგ მავთულბადის სხვადასხვა სახეობის დამატებასა და 20-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს. გაფართოების მიზნით საწარმოში 318 500 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. სესხის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

„მილის“ საწარმო რუსთავის გზატკეცილის #36-ში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები