LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა – პრეზიდენტი მარიხუანას მოხმარებაზე

51

“ერთია რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა – ამის გამო ადამიანს ციხეში უშვებდე, მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მოდით ასე ვთქვათ, რომ 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არაა კარგი და დადებითი ჩვევა, მე შემიძლია ამ 74%-ს შევუერთდე, შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%-ს ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა, შემიძლია შევუერთდე ალბათ მოქალაქეების 100%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ცუდია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ. ერთია, ცუდი და კარგი ჩვევა და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის, არც მარიხუანას და არც ნიკოტინის მოხმარება სწორად არ მიაჩნია. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია – ამის გამო რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში. ჩვენ ამ ზღვარის გავლება უნდა ვისწავლოთ,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები