LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართულებები, სადაც ახალი ქართული ავიაკომპანია იფრენს

70

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას თბილისიდან თელ-ავივის, მოსკოვის, სამარას, სანქტ-პეტერბურგის, ჟუკოვსკის მიმართულებით გეგმავს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე წერია,  2018 წლის 27 მარტს, მათ სააგენტოში ავიაკომპანია ,,Myway Airlines“-ის განცხადება შევიდა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის, თბილისი-მოსკოვი-თბილისისთბილისი-ჟუკოვსკი-თბილისისთბილისი-სამარა-თბილისის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის საჰაერო ხაზებზე  რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს  შორის  2012 წლის 6 აგვისტოს შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად,  თითოეულ მიმართულებაზე,  თითოეული მხრიდან შესაძლებელია ასევე სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები