LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართვა კახი კალაძეს: „161-ე სკოლის წინ გადათხრილ გზის საფარზე ბავშვები ეცემიან და ზიანდებიან…“

95

ნანიკო გორგოძე სოციალურ ქსელში კახი კალაძეს, თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს მიმართავს. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 161-ე სკოლის მიმდებარედ ქუჩაზე, რომელიც ზუსტად მერიას უყურებს, დაზიანებულია გზის საფარი, რის გამოც ბავშვები ეცემიან და ზიანდებიან. ნანიკო გორგოძე შესაბამის ორგანოებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

მის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქზე“ განათავსა, აღნიშნულია:

„ქ.თბილისის მოქალაქეს ნ.გორგოძეს განცხადება, ამავე ქალაქის მერს ბ/ნ კახა კალაძეს. თბილისის მერია / Tbilisi City Hall, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ფოტოებზე ასახული მდგომარეობა არის #161-ე სკოლის წინ, ეს ქუჩა ზუსტად მერიის შენობას უყურებს.

არ ვიცი, შესაძლოა, სკოლამ მიმართა მერიას ასფალტის დაგების თხოვნით, ან შეიძლება, არც მიმართა, ფაქტი ის არის, რომ ეს მდგომარეობა უკვე 2 წელი ფიქსირდება.

ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილს ვტოვებ სკოლაში, ბავშვები ეცემიან,ზიანდებიან ამ გადათხრილი და დაზიანებული მიწის საფარის გამო (საკმაოდ მცირე მონაკვეთზეა საუბარი)!..

ზუსტად არ ვიცი, რომელ ინსტანციას ეხება ეს და სიმართლე გითხრათ, არც იმის დრო მაქვს, განცხადება დავწერო და ოფციალურად მივმართო მერიას და თუ სწორად მითხრეს, არც უფლება მაქვს, რადგან არც იმ ქუჩის მაცხოვრებელი ვარ და არც „სკოლა“.

გთხოვთ იქნებ, გამოიჩნოთ გულისხმიერება და ეს პატარა მონაკვეთი შეუკეთოთ 161-ე სკოლას ❤️

მეგობრებო, თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება #help #დავეხმაროთსკოლას #ბავშვები #მადლობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები