LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმზიდველი, მაცდური და მისტიკური ზოდიაქოს ნიშნები

1054

მიმზიდველი, მაცდური და მისტიკური ზოდიაქოს ნიშნების კატეგორიაში ოთხი ნიშანი მოხვდა. ესენია: ტყუპები, სასწორი, ლომი და მორიელი.

ტყუპები

ტყუპების ნიშნით დაბადებული ადამიანები ამოუცნობ და მაცდურ კატეგორიაში არიან. ამ ნიშნის ორივე სქესის წარმომადგნელი ცვალებადი და მოუხელთებელია. მათ სახეზე ერთდროულად იკითხება აღტაცებაც და სევდაც, სიხარულიც და მწუხარებაც. ამ ადამიანებს ხალხში იოლად ამოიცნობთ. ხშირად ტანადები. საშუალოზე მაღლები და არაჩვეულებრივად მოძრავი არიან. ტყუპებთან არასდროს მოიწყენთ. როცა იგი თქვენთანაა, შესაძლოა ერთდროულად 2, 3 ან 4  ადამიანის საზოგადოებაში იგრძნოთ თავი.

სასწორი

სასწორი ქალები მიმზიდველები, ხოლო, მამაკაცები ლამაზები არიან. მათ იოლად გამოარჩევთ სხვებისგან, თავიანთი დახვეწილი და სექსუალური მანერებით. გარეგნულად ერთსაც და მეორესაც მოპირდაპირე სქესის ელფერი გადაჰკრავს. მათ აქვთ დამახასიათებელი ტიპიური ღიმილი, ნაზი და ცოტათი იდუმალი. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად მოდის სფეროში აღწევენ წარმატებებს. სასწორები ბუნებით ვნებიანები არ არიან, ამიტომ სიყვარულში მარცხს მარტივად ეგუებიან.

ლომი

ლომის თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებს შორის უმეტესობა ცისფერთვალებაა. ლომ ქალებს, ხშირად კატისებული მოყვანილობის მაცდური თვალები აქვთ, რაც მათ მიმიზიდველს ხდის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თმა უმეტესწილად მუქი და ტალღოვანი აქვთ. ლომების სიარულის მანერაში კატისებური სიმსუბუქე, ხოლო გარეგნობაში მეფური სულისკვეთება იგრძნობა. რადგან თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის და ყველაფრის სწავლება.

მორიელი

მორიელი, რომელიც ყველაზე სექსუალურ ნიშნად არის აღიარებული, ასევე, სხვა ნიშნების მსგავსად მაცდური თვალებით გამორჩევა. მის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს და სულის სიღრმეში აღწევს. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანს სახის ნაკვთები გამოკვეთილი აქვს. თავდაჯერებულობა და მაცდური მზერა მათ მიმზიდველობას აორმაგებს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: სმა, ჭამა, სიყვარული. განსაკუთრებით კი სიყვარული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები