LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა პირობა მოგცეთ… ვიქტორ სანიკიძე ნაკრებიდან წავიდა

196

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 31 წლის კალათბურთელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში… ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე.. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის … მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!“, – წერს სანიკიძე.

შეგახსენებთ, მანამდე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ და ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები