LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე – ლევან იზორია

43

მინდა მთელი ქართული შეიარაღებული ძალების სახელით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე, ვინც 10 წლის წინ სამშობლოსთვის თავი გაწირა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მთელი ქართული შეიარაღებული ძალების სახელით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების სახელების წინაშე, ვინც ათი წლის წინ სამშობლოსთვის თავი გაწირა. ერთ-ერთი ჩვენი გმირის საფლავზე თქვენ ნახავთ წარწერას – რომ შევძლო წამოდგომა, ისევ თავს შევწირავდი ჩემს სამშობლოსო. ეს არის თავგანწირულობის, სამშობლოს სიყვარულისა და იმ სულისკვეთების გამოხატულება, რაც თითოეულ აქ დასაფლავებულ ჩვენს გმირებს ახასიათებდათ და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში გამოხატეს ეს სიყვარული და თავდადება საკუთარი ქვეყნის, ოჯახების, მეგობრებისა და თითოეული ჩვენგანის მიმართ. ამას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და მათი თავგანწირვის მაგალითები ყოველთვის გაგვაძლიერებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში,“ – განაცხადა იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები