LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა უკანასკნელი ვიყო, ვინც სიკვდილს თვალებში ჩახედა, მათი გაუაზრებელი ქმედების გამო”

83

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მუმლაძე, თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე მომხდარ ინციდენტზე წერს.

მისი თქმით, ავარია გზაზე სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულოს არაპროფესიონალიზმის გამო შეემთხვა.

ის დასძენს, რომ სტატუსს მხოლოდ იმის გამო აქვეყნებს, რომ ასეთი ინციდენტი სხვასაც არ შეემთხვას.

“ძლივს გამოვედი შოკიდან და მინდა მოვყვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საპატრულოს ყოვლად ამაზრზენ საქციელზე !!! ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა უკანასკნელი ვიყო ვინც სიკვდილს თვალებში ჩახედა მათი გაუაზრებელი, გულგრილი და არაპროფესიონალური ქმედების გამო!
წუხელ დაახლოებით ღამის 2 საათზე გადავწყვიტე თბილისიდან ბათუმში წავსულიყავი, ვიცი არ არის გამართლებული ღამე ასეთ შორ გზაზე წასვლა, მაგრამ უბრალოდ ასე მოხდა. დაახლოებით 04:00 საათზე ავედი ქუთაისის ავტობანზე, სადაც ჩვეულებრივ იყო ტრაფარეტები, როგორც ადრე. ქუთაისი მარჯვნივ, ბათუმი პირდაპირ. ერთ წინაღობაზე გვერდის ავლით გავაგრძელე გზა ბათუმისკენ… დაახოებით 12-14 კილომეტრის შემდეგ კი მოხდა ის, რასაც ჩემი მეორე დაბადების დღე დავარქვი. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ზოლში სადაც ვმოძრაობდი, მიმართულების ნიშნები სწორედ იმ მხარისკენაა მიმართული რა მიმართულებითაც ვმოძრაობდი, ისე როგორც ძველად, ჩვეულებრივად. ჩემს წინაც 4-5 მანქანა მიდიოდა, რომლებსაც გავასწარი ჩვეულებრივ კანონის სრული დაცვით, ვმოძრაობდი დაახლოებით 105-110 კმ/სთ, უკანასკნელ მანქანაზე გასწრების შემდეგ დაახლოებით 1 კილომეტრში წინ გამოჩნდა პატრულის მანქანა, რომლის დანახვაზეც ინსტიქტურად გავთიშე შორი განათების ფარები და სრულიად გაუნათებელ ტრასაზე დავრჩი ახლო განათების ფარების იმედად, იმის გამო რომ პატრულისგან ამერიდებინა ჯარიმა. პატრულის მანქანისთვის გვერდით ჩავლა და საშინელი, აუტანელი, შენელების გარეშე განხორციელებული დარტყმა ნამდვილი შოკი იყო. დავეჯახე 2 ტონიან რამდენიმე ბეტონის ჯებირს, რომლითაც საგულდაგულოდ გადაუკეტავთ გზა. ჯებირებამდე, არც რაიმე ნიშანი სვლის შენელების შესახებ, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი მოახლოვებული წინაღობის შესახებ, არაფერი მსგავსი გარდა საპატრულო მანქანისა, რომელიც კიდევ უფრო რთულს ხდიდა საპირისპიროდ მიმავალ მანქანას აღექვა ზემოთაღნიშნული ბეტონის ჯებირები.
მოკლედ, ღმერთმა კიდევ ერთი სიცოცხლე მაჩუქა, ჩემმა საყვარელმა მანქანამ და მისმა არაამქვეყნიურმა გამძლეობამ კიდევ ერთი სიცოცხლე მაჩუქა, წარმოგიდგენიათ დაახლოებით 100 კმ/სთ მუხრუჭის გარეშე შეეჯახოთ 2 ტონიან ბეტონის ჯებირს?! ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და თვალებიდან არ ამომდის დარტყმა რომელმაც ლამის წელში გადამწყვიტა.
დიდი იმედი მაქვს ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც მათი დაუდევრობით ხდება”, – წერს დავით მუმლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები