LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, ყველას მივულოცო – პრემიერი ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას აფასებს

111

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,  „მსოფლიო ბანკის“ ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს 7 ადგილით დაწინაურება დიდ წარმატებად შეაფასა.

განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისივე თქმით, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ერთბაშად არ აისახება,  მაგრამ ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ტენდენცია ჯანსაღია და მომავალ წლისთვის კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს.

“ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ყველას მივულოცო. ეს არის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი, რომელიც ბოლო 5 წლის განამვლობაში იქნა გაწეული. ძალიან ბევრი რეფორმის,  რომელიც გატარდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით.

“მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი მიუთითებს ჯანსაღ ტენდეციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს. ეს არის ექპორტის ზრდა, 28.5 % -ით გაიზარდა ექსპორტი. ასევე, ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებლი გვაქვს, გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა და ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის,“ –  აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქარველომ ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები