LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული – არჩილ თალაკვაძე

38

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მინდელის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული.

“მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები