LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის მაღაროში დაშავებული სამი მეშახტიდან ერთი, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს

119

მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული სამი მეშახტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაშავებული, რომელმაც მძიმე ტრავმები თავის არეში მიიღო, ამ დრომდე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დამაკმაყოფილებელია ორი დაშავებული მეშახტის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი სახლში უკვე გაეწერა, მეორე კი საავადმყოფოს სავარაუდოდ დღის ბოლომდე დატოვებს.

„ერთი უკვე გაეწერა ბინაზე, ერთი სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაეწერება. ბატონი, რომელიც რეანიმაციაში მკურნალობდა აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ქალის მძიმე ტრავმა აქვს, სახის ძვლების მოტეხილობა, გულმკერდი მძიმე ტრავმა აქვს… “ – ამბობს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები