LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდოდა, საკუთარ თავზე მენახა რეალური სიტუაცია – კალაძე ავტობუსებზე

116

“მინდოდა, საკუთარ თავზე მენახა რეალური სიტუაცია,” – ასე უპასუხა თბილისის ახალარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, გადაცემა “წარმატების ფორმულაში” სტუმრობისას წამყვანის კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მის გადაადგილებას ეხებოდა.

როგორც რადიო “ფორტუნაში” სტუმრობისას კახა კალაძემ განაცხადა, მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობისას ის დარწმუნდა, რომ დაპირებები, რომლებიც მისმა გუნდმა გააჟღერა, სწორი და აუცილებლად შესასრულებელია.

“ბოლო დროს აქტიურად მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ასე გაგრძელდება?

“იმას ავხსნი, რატომ გადავწყვიტე მეტროთი, ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა. მინდოდა, საკუთარ თავზე მენახა რეალური სიტუაცია, რადგან ამ ქალაქში ვცხოვრობ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დაპირებები, რომელიც გავაჟღერეთ, არის სწორი და აუცილებლად გასაკეთებელი. მეტრო არის მოსაწესრიგებელი, როგორც ვაგონები, ასევე მეტროსადგურები. ასევე ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩავანაცვლოთ,” – განაცხადა კახა კალაძემ რადიო “ფორტუნასთან”.