LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრები ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად 6 ოქტომბერს ითამაშებენ

50

მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი მინისტრების მონაწილეობით 6 ოქტომბერს გაიმართება.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  მატჩში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მანამდე კი მატჩის წინამოსამზადებელი შეხვედრა, იგივე – კაპიტნის თამაში 5 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას დავით სერგეენკო და ტარიელ ხეჩიკაშვილი მიიღებენ.

ამხანაგური მატჩის მიზანს ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს. მატჩს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები