LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ღამით – ყველაზე სკანდალური არომატი Scandal საქართველოშია

270

ყველაზე სკანდალური არომატი, ყველაზე სკანდალური დიზაინერისგან, ყველაზე სკანდალური ქალბატონებისთვს – ეს Jean Paul Gaultier-ს Scandal-ია, ახალი სუნამო, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” საკუთარ მომხმარებლებს წარუდგინა. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, Scandal-ის შეძენა მომხმარელებს ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში უკვე შეუძლია.

 

ვინ არის ქალბატონი, რომელიც იყენებს ამ არომატს?

როგორც ხარტია შამუგიამ განმარატა, ეს გახლავთ მინისტრი ღამით…  ”ეს გახლავთ მინისტრი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია ათასი მნიშვნელოვანი საქმით, მთელი ღამე დადის პარიზის ქუჩებში, არ ტოვებს არც ერთ კლუბს და მას აღიარებს ყველა.  იგი უყვარს ყველას, ყველაზე ბნელი წყვდიადიც კი მასთან ერთად ფერადია”, – აღნიშნავს ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სუნამოს შემადგენლობას, მასში გაერთიანებული : გარდენია, თაფლი, ფაჩული და წითელი ფორთოხალი.

”ეს გახლავთ საოცარი ნაერთი ინგრედიენტებისა, რომელიც  Scandal-ის მომაჯადოვებელ სურნელს ქმნის.  არანაკლებ სკანდალურია სუნამოს ფლაკონი: ძალიან სკანდალური, ქალური ნაზი ვარდისფერი ჩრდილი, რომელიც პუდრის ეფექტს ქმნის და ფლაკონის თავზე ქალბატონის ფეხები, რომლებიც არის მგრძნობიარე დღეებისა და ვნებიანი ღამეების სიმბოლო”, – განუცხადა ”ფორტუნას” შამუგიამ.

მისივე თქმით, სუნამო მოთავსებულია ლამაზად შეფუთულ, კონსერვის ქილის მსგავსს ყუთში, რომელიც თხელი ვარდისფერი ხავერდითაა დაფარული. Scandal- სუნამო, რომელსაც აღიარებს ყველა პროფესიის ქალბატონი და მამაკაცი.

 

რატომ არის ახალი სუნამოს ავტორი, თავად Jean Paul Gaultier სკანდალური?

ფრანგი დიზაინერი Jean Paul Gaultier ფრანგი დიზაინერი 1952 წლის 24 აპრილს დაიბადა და დიდი წვლილი შეიტანა 1980-იანი და 1990-იანი წლების მაღალი მოდის განვითარებაში. Gaultier გამოირჩევა არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამდენ სკანდალური გადაწყვეტილებებითაც და მაინც, რატომ არის Gaultier სკანდალური? – იმიტომ, რომ:

 

  1. მან მამაკაცებს კაბა ჩააცვა;
  2. მან მადონას კონუსისებრი ბიუსჰალტერი ჩააცვა;
  3. მან პოდიუმზე ქუჩიდან მოყვანილი მამაკაცები და ქალაბტონები გამოიყვანა;
  4. მან გენდერული საზღვრები ყველაზე ადრე დაამსხვრია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები