LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ლარიზაციაზე: რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს

72

“ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარიზაციის პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

გახარიას განცხადებით, დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის სერიოზული რისკია, სწორედ ამიტომ დაიწყო ლარიზაციის პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მინისტრი ლარიზაციას სახელმწიფოს მხრიდან კეთილ ნებას უწოდებს და თვლის, რომ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

„ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის. ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ. თუმცა, გალარების კომპონენტი – ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასევ ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად  მოსახლეობისთვის შეთავაზებული. ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დარჩეს იმ სტრუქტურულ პორტფელში, როგორიც აქვს – ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი – ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა – კონცეპტუალური თემა  ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გახარიამ,

პოპულალურები