LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი თსუ-ში შექმნილ მდგომარეობას კრიზისად არ აფასებს

91

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თსუ-ში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულად არ აფასებს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „აუდიტორია 115“-ის მიერ გუშინ გამოთქმული მოთხოვნები ახალია, ეს კი მიუთითებს, რომ სტუდენტები ცდილობენ გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები პროცესების გასაგრძელებლად.

„მე ვფიქრობ, ეს უფრო არის სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელიც გამოხატავს, თანაც რადიკალური ფორმებით თავის უმაყოფილებას. „აუდიტორია 115“-საც არ დავარქმევდი მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ მე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე „აუდიტორია 115“-თან და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის და არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ და ძალოვან ნაბიჯებს. გუშინ ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში მათი განცხადება, რომ პრემიერმა არ შეასრულა დაპირება. ყველა პუნქტი, რასაც პრემიერი დაპირდა, ყველა არის დაძრული, ან მოგვარებულია ან მოგვარების პროცესშია. გუშინ რა მოთხოვნებიც გაჟღერდა, მათი დიდი ნაწილი ახალია. ეს მე ძალიან მაწუხებს და მიმითითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია გზადაგზა შეცვალოს მოთხოვნები იმისთვის, რომ არ დასრულდეს ეს პროცესი, რაც არ არის კონსტრუქციული“, – განაცხადა ჯეჯელავამ. 

„აუდიტორია 115“-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-3 დღეა პიკეტირებული აქვს. ისინი შენობის დატოვებას მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.