LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია – კახა კალაძე

55

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა დაწყებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატებს პრემიერმინისტრობის კანდიდატი უახლოეს მომავალში წარადგენს.

როგორც კალაძე აცხადებს, მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

„მამუკა არის ღირსეული ადამიანი. ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ის ჩემი მეგობარია, მართლაც ღირსეული პიროვნებაა. არის განათლებული და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკას ხელმძღვანელობით, მისი პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები