LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრთა კაბინეტს 6 მინისტრი ემშვიდობება

52

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრის პოსტს 6 მინისტრი დაემშვიდობება.

მინისტრთა კაბინეტს ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ცნობილია, რომ  გიორგი მღებრიშვილი საქმიანობას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აგრძელებს, რომელიც შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება. სად გააგრძელებს საქმიანობას დანარჩენი 5 მინისტრი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები