LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

24

მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს, გამოძიება საქმეზე სწორედ,   ი.პ-ს განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მასზე გახორციელდა შანტაჟი და ზეწოლა

პროკურატურის ინფორმაიცით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს სთხოვდნენ მირზა სუბელიანის ჩანაწერის გავრცელებას.

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ მედიასაშუალებით გავრცელდა. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“,- განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურაში საათზე მეტია იკითხება დეპუტატი  ვიქტორ ჯაფარიძეც.  საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხავს, რომელშიც სავარუდოდ ,  ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები