LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა

42

მირზა სუბელიანმა ციხეში თავის მოკვლა სცადა – ინფორმაცია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადტოვების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა.

ეკა ხუციშვილის განცხადებით, შემთხვევა გუშინ მოხდა, დღეს კი, სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულთან ჩანაწერების თაობაზე საუბარი არ ქონია.

“მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არ დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ხუციშვილმა.

ასევე, ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, მირზა სუბელიანი ჩანაწერებშიც მსგავს სულიერ მდგომარეობაში ყოფილიყო.

ფოტო: 1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები