LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის ჰელსინკი 2017” – ვინ გახდა ფინეთის დედაქალაქის ყველაზე ლამაზი გოგონა

635

სილამაზის კონკურსი „მის ჰელსინკი 2017“ ხმაურიანი აღმოჩნდა. ფინეთის დედაქალაქის ყველაზე ლამაზ გოგონად 19 წლის სეფორა იკალაბა დაასახელეს. 

იკალაბა გიმნაზიაში მესამე კურსზე სწავლობს და პარალელურად, ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობს. მას ჰყავს მეგობარი ბიჭი და იმედოვნებს, რომ ახალი ტიტული პირად ცხოვრებაში ხელს არ შეუშლის.

სეფორას მიმდინარე წლისთვის უამრავი გეგმა აქვს, თუმცა ამაზე საუბრისგან, ჯერ-ჯერობით, თავს იკავებს.

„არ მგონია, რომ კონკურსებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ძალიან ბევრი გეგმა მაქვს წელს. მინდა, რომ ადამიანებმა ისწავლონ კონკურსების ყველა მონაწილის დაფასება, რადგან ჩვენ სულაც არ ვართ სულელები,“ – განაცხადა სეფორამ ჟურნალისტებთან.

იკალაბას გამარჯვებას სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ტვიტერისა“ და „ფეისბუქის“ მომხმარებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იკალაბა კონკურსის გამარჯვების ღირსი არ იყო და ჟიურიმ კანის ფერის გამო, ტოლერანტობის გამოვლენის მიზნით დაასახელა. მომხმარებლების მეორე ნაწილი კი პირველს რასიზმში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ სეფორა ნამდვილად ყველაზე ლამაზი იყო მონაწილეთა შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები