LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მის მუნდიალი ბელგიელი სტუდენტი გახდა

51

გერმანიაში სილამაზის ტრადიციული კონკურსი “მის მუნდიალი” ჩატარდა, რომელიც ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იმართება.

32 გოგონას შორის, ჟიურიმ 18 წლის ბელგიელი სტუდენტი ზოე ბრიუნე გამოარჩია. მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის წარმომადგენელმა, მესამეზე გავიდა დანიელი გოგონა.

„ვამაყობ ამ ტიტულით. იმედი მაქვს, რომ ბელგიის ნაკრები ასევე გამოვა და მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს“, – დაწერა ზოეს სიტყვები Canal C-მ.

სხვათა შორის, ეს ზოესთვის მეორე დიდი წარმატებაა. იანვარში ის მის ბელგია გახდა.

კონკურსში გამოდიოდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები