LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის სამყარო” ფრანგი სტომატოლოგი გახდა

218

პირველად ბოლო 64 წლის განმავლობაში „მის სამყაროს“ წარმომადგენელი ფრანგი გოგონა გახდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი „მის სამყარო“ 24 წლის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუნდეტი  ირის მიტენარი გახდა, მან სილამაზით 85 გოგონას აჯობა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონკურსზე.

კონკურსის ფინალში მონაწილეებს სხვადასხვა მწვავე თემასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. ირისს კითხეს, რას ფიქრობდა მსოფლიოში შექმნილი ლტოლვილების პრობლემის შესახებ.

„საფრანგეთში დიდი გლობალიზაციის მომხრე ვართ. შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა ახლა საზღვრები ღიაა,“-  განაცხადა გოგონამ.

მეორე ადგილი 25 წლის მის ჰაიტიმ დაიკავა, მესამეზე კი 23 წლის მის კოლუმბიაა.

საქართველოდან კონკურსში მონაწილეობას ნუკა ყარალაშვილი იღებდა, ის პირველ ცამეტ გოგონას შორის ვერ მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები