LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება   

208

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება.

“მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში.

კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის გამარჯვებული და ტოპხუთეულის წევრები  გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “მის საქართველო” 2003 წლიდან ტარდება და კომპანია „იმიჯ ცენტრი“  გახლავთ მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების “Miss World”-ის, “Miss Universe-ის, “Miss Intercontinental”-ის და “Miss Tourism International”-ის  ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ  იშვიათი გამოცდილება, აიმაღლონ ცნობადობა და პოპულარობა, გამოიყენონ  საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა.

პროექტის პარტნიორები და მხარდაჭერები არიან:  რუსთავი2, რადიო ფორტუნა, ფორტუნა+,  ინტერნეტმხარდაჭერა INFO 9, ჟურნალი HELLO, მოდის სახლი “მარიონელა”,  „კიკალა სტუდიო“, სარეკლამო კომპანიები მაქსპრომი და კოლიბრი, სილამაზის სალონი გოგასუსი, საცურაო აუზი „ნეპტუნი“, სამორინე „ამბასადორი” და საიუველირო კომპანია “ზარაფხანა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები