მიშა მშვილდაძე: „კარგა ხანია მხვდება ხუმრობები, რომ „რუსთავი 2“-ის ვნება გახდა ყველა თემიდან როგორმე ბიძინას ხეებზე „გახოდვა…“

525

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და წერს, რომ გაბუნიას ხუმრობა არც თავად მოსწონს, თუმცა ისეთი სახით ამის გაპროტესტება, როგორც ამას „ქართული მარში“ აკეთებს, მიუღებლად მიაჩნია:

„სადღობელაშვილის არავა მოიჭრა რუსთავი ორთან და გაბუნიას მანქანას არ ატარებდნენ, დათო ერაძეს ცხვირი გაუტეხეს, აყალ-მაყალი, პოლიცია, მანქანების მტვრევა და ხაჯანდიზმი ყველა, თან ცირკი, თან უჟასი, ჰოდა, გუშინდელი გაბუნიას ხუმრობა, ჩემი აზრით, საკმაოდ საკამათო ღირებულების, ხელოვნების თვალსაზრისით და მე კარგა ხანია ინტერნეტსივრცეში მხვდება ხუმრობები, რომ რუსთავი2 ის passion გახდა ყველა თემიდან როგორმე ბიძინას ხეებზე გახოდვა და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციებს უნდა გრძნობდეს ყველა, მაგრამ, არც ერთი ხუმრობა არ არსებობს, რაოდენ არასასაცილოც არ უნდა იყოს, რაც გაამართლებს ამ დანაშაულს, ხულიგნობას, პირდაპირ კრემლის დაფინანსებულ ჭუჭყს, რომელიც სანამ ამას ვწერ, ამასობაში უკვე პოლიციას ეჩხუბება, ჰოდა, ახლა იქნებ, ყველამ ვიგრძნოთ ერაძის ცხვირის მაგალითზე, რას ნიშნავს მყისიერი საფრთხე და მის ასარიდებლად თვითცენზურა კი არ დავიწესოთ და თვითგამოხატვა დაცინვის ფორმით შევიზღუდოთ, არამც და არამც, არამედ ასეთ დროს გვაგრძნობინოს პასუხისმგებლობის გრძნობამ სოლიდარობის სურვილი, ამას ვისურვებდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები