LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას და ბიძინას თოჯინა – დაპირისპირება პარლამენტში ქალ დეპუტატებს შორის

94

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

დებატები დეპუტატებს შორის მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე საუბარს მოჰყვა. სამადაშვილმა ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ სუბელიანსა და ფარცხალაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

ეკა ბესელიამ სამადაშვილს თავდაპირველად მოუწოდა დამორჩილებოდა რეგლამენტს, ამასთან, მან სალომე სამადაშვილს საპასუხო პოლიტიკური ბრალდებებით მიმართა.

„თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი, თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით,“ – მიმართა ბესელიამ სამადაშვილს და აქვე მას „მიშას თოჯინა“ უწოდა.

სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, „ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები